ჟურნალი "აღმოსავლეთმცოდნეობა",  თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალი აცხადებს მასალის მიღებას 2022 წლის (N11) ნომრისთვის. ნომერი ეძღვნება პროფ. გოჩა ჯაფარიძის ხსოვნას.

ჟურნალი გამოიცემა ტრადიციულად, მიმდინარე წლის ბოლოსთვის, და მასში წარ­მოდ­გენილი მასალა აიტვირთება თსუ ბიბლიოთეკის რეპოზიტორზეც.

მასალის წარმოდგენისთვის ბოლო ვადაა 2022 წლის 1 სექტემბერი.

 

მასალის გაფორმების წესები

სარედაქციო კოლეგია იტოვებს უფლებას, უარყოს ნებისმიერი სტატია, რომელიც არ აკმაყოფილებს ქვემოთ წარმოდგენილ წესებს.

ზოგადი წესები:

სტატიები უნდა იყოს წარმოდგენილი PDF და Word-ის ფაილების სახით.

მასალა უნდა გაიგზავნოს მიბმული ფაილის სახით შემდეგ ელექტრონულ მისამარ­თზე:  nino.ejibadze@tsu.ge    არა უგვიანეს 2022 წლის 1 სექტემბრისა.

უარყოფილი იქნება ნებისმიერი მასალა, თუ ის, მთლიანად ან ნაწილობრივ, იყო გამოქვეყნებული ადრე.

თუ გამოყენებული გაქვთ სპეციფიკური ფონტები, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ისინი.

სტატიები უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 8 000 სიტყვას.

ყველა სტატიას ასევე უნდა ახლდეს რეზიუმე არა უმცირეს სტატიის მოცულობის 1/4-ისა. ქართულენოვან სტატიებს უნდა ახლდეს ინგლისური რეზიუმე, ინგლისურენოვან სტატიებს – ქართულენოვანი რეზიუმე.

გაერთიანებულ დოკუმენტში  (MS Word-სა და  იდენტური შინაარსის შემცველ  PDF-ში) გთხოვთ  შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:

  1. სტატიის სათაური ქართულად;
  2. სტატიის სათაური ინგლისურად;
  3. ავტორის სახელი და გვარი ქართულად;
  4. ავტორის სახელი და გვარი ინგლისურად;
  5. ორგანიზაციის დასახელება ქართულად;
  6. ორგანიზაციის დასახელება ინგლისურად;
  7. ფაკულტეტის დასახელება ქართულად;
  8. ფაკულტეტის დასახელება ინგლისურად;
  9. თეზისების ძირითადი ტექსტი  გამოყენებული ლიტერატურის სიითურთ (MS Word-ით და pdf-ფორმატით) ქართულად;
  10. სტატიის ძირითადი ტექსტი  გამოყენებული ლიტერატურის სიითურთ (MS Word-ით და pdf-ფორმატით) ინგლისურ ენაზე;  ლიტერატურის სიისთვის გამოიყენეთ ტერმინი: References;
  11. 3-5 საკვანძო სიტყვა ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  12. შრიფტი UNICODE (Sylfaen)
  13. ფორმატი A4
  14. თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
  • სათაური — 24 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • ავტორები — 16 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • ორგანიზაცია, მაგ., „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“— 14 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • ფაკულტეტის დასახელება — 14 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • ბოლოს საკვანძო სიტყვები.
  1. სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო, ახალი გვერდიდან,  12 ზომის შრიფტით.
  2. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.

 

გამოყენებული ლიტერატურის მითითების წესი:

 

  1. წიგნის/კრებულის მითითებისას:

გამოცემის თარიღი;

გამომცემლობა;

 სტატიის შემთხვევაში  ჟურნალის (კრებულის, რომელშიც განთავსებულია სტატია) დასახელება;

ჟურნალის (კრებულის), წიგნის, წიგნის ნაწილის, ღონისძიების ISSN, ISBN;

სპონსორ(ებ)ის დასახელება,  თუ თქვენი კვლევა შექმნილია რომელიმე ფონდის ფინანსური მხარდაჭერით;

  1. ბიბლიოგრაფიული დამოწმებისას ტექსტში დასახელებული ყველა ავტორი მიეთითება   APA-ს სტილის დაცვით (ანბანის თანმიმდევრობით):
  • წიგნის მითითების ნიმუში:

 

კვაჭაძე,  ლ. (1977). თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბილისი: „განათლება“

 

შანიძე,  ა. (1953). ქართული გრამატიკის საფუძვლები, მორფოლოგია, I,  თბილისი:

„თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“

 

  • სტატიის დამოწმების წესი ბიბლიოგრაფიაში:
  • ელექტრონული: ვებგვერდის მითითებამდე  აუცილებელია ავტორის, წიგნის/სტატიის სათაურის, ჟურნალის, ჟურნალის ნომრის (# და № სიმბოლოების გარეშე), გვერდის (გვ.-ს გარეშე)   გამოყოფა წერტილით, და ამის შემდეგ ვებგვერდის მისამართის მითითება;  სათაურის დამაზუსტებელი ქვესათაური უნდა გამოიყოს ორწერტილით (მაგ., ხევსურულის თავისებურებანი: ტექსტებითა და ინდექსით). ავტორის გვარი უნდა იყოს მარცხნივ გაწეული, დამოწმების ყველა მომდევნო სტრიქონი — შეწეული (TAB-ღილაკით), მაგ.:

 

ნიკოლაიშვილი, მ. (2012). რა განსაზღვრავს ზმნის კონსტრუქციებს ქართულში?

„სპეკალი“, 5. http://www.spekali.tsu.ge/index.php/ge/article/viewArticle/5/49

 

  • ბეჭდური გამოცემის შემთხვევაში კრებულში მოცემული სტატიის გვერდები მიეთითოს პირდაპირ, მძიმით გამოყოფილი ტომის ნომრის შემდეგ, დეფისით:

 

შარაშენიძე, თ. (1955). ენათა კლასიფიკაცია ენობრივ წრეებად ვილჰელმ შმიდტისა, იკე,VII,

 1-31, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“

 

  1. ბიბლიოგრაფიის ინგლისურ ვერსიაში ნაშრომის სათაური მიუთითეთ ჯერ ქართული სიტყვების ტრანსლიტერაციით, უთარგმნელად,  ლათინური ასოებით, რომელსაც  წერტილის შემდეგ მოჰყვება კვადრატულ ფრჩხილში ჩაწერილი ინგლისურად თარგმნილი სათაური);

 

Chincharauli, A. (1960). Khevsurulis taviseburebani: tekstebita da indeksit. [Peculiarities of

Khevsur: with texts and an index]. Tbilisi: press of the Georgian SSR Science Academy.

 

  1. სტატიის ციფრული იდენტიფიკატორის (DOI) არსებობის შემთხვევაში (როგორც წესი, გამოიყენება ვებმისამართის ნაცვლად) საჭიროა ვებმისამართის პრეფიქსის (https://) მითითება: https://doi.org/საიდენტიფიკაციო ნომერი (როგორც წესი, 10-ით იწყება):

 

ციტირების წესები სრულად იხ.  APA-ს სტილის ბოლო გამოცემის ოფიციალურ (განახლებულ) ვებგვერდზე:  https://apastyle.apa.org/